Ouya
From Wikipedia, the free encyclopedia
Ouya (/ˈuːjə/ OO-yə; სტილიზებული როგორც OUYA[4] — Android-ზე დაფუძნებული მერვე თაობის მიკროკონსოლი, შექმნილი კომპანია Ouya Inc-ის მიერ. კონსოლზე მუშაობა დაიწყო 2012 წელს ჯული ურმანის ხელმძღვანელობით.[5][6] პროექტი 8 მილიონი აშშ-დოლარით თანადაფინანსდა საიტ Kickstarter-ის მეშვეობით.
Ouya | |
---|---|
შემქმნელი | Ouya, Inc |
ტიპი | მიკროკონსოლი |
თაობა | მერვე თაობა |
გამოშვების თარიღი | 2013 (2013) |
თავდაპირველი ფასი |
99 აშშ დოლარი 99 გირვანქა სტერლინგი |
შეწყდა | 27 ივლისი, 2015 (2015-07-27) |
ოპერაციული სისტემა | Android (4.1 Jelly Bean) |
სისტემური ჩიპი | Nvidia Tegra 3 (T33)[1][2] |
პროცესორი | 1.7 გჰც ოთხბირთვიანი ARM Cortex-A9 |
მეხსიერება | 1 გბ DDR3 SDRAM |
მეხსიერების საცავი | 8 გბ, 16 გბ |
მონიტორი | 1x HDMI (720p, 1080p) |
გრაფიკა | Nvidia GeForce ULP GPU |
ხმა | HDMI (ARC), 2.0 არხი |
შეტანა |
1x USB 2.0 1x Micro USB (PC-ზე მისაერთებლად)[3] |
კონტროლერის შეტანა | უსადენო კონტროლერი |
კავშირი |
Wi-Fi 802.11 b/g/n Bluetooth LE 4.0 Ethernet-ის პორტი |
ზომა | 75 მმ (2.95 ინჩი)[3] |
საიტი | ოფიციალური (დაარქივებული) |
Ouya ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი შეიქმნა 2013 წლის 25 ივნისს. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენა 99 აშშ დოლარს. იგი გამოიყენებდა ARM Cortex-A9-ის ოთხბირთვიან ცენტრალურ პროცესორს 1.7 გჰც ტაქტური სიხშირით, 1 GB DDR3 ოპერატიულ მეხსიერებას, Nvidia GeForce-ის სერიის გრაფიკულ პროცესორს და სტანდარტულ გეიმპადს ანალოგური ჩხირით.
კონსოლისთვის შეიქმნა სპეციალური ონლაინ-მაღაზია აპლიკაციებისა და თამაშების გადმოსაწერად. მისი თამაშების უმეტესობა კაზუალური ჟანრისაა. მას აქვს Twitch.tv-ის და XBMC-ის მედია-პლეერის მხარდაჭერა.[6] მუშაობს Android Jelly Bean-ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე. 2014 წლის 31 იანვარს გამოვიდა კონსოლის შავი ვერსია, რომელსაც ჰქონდა გაორმაგებული შიდა მხესიერება და განახლებული კონტროლერი.
მიუხედავად წარმატებული კამპანიისა, Ouya-ს დაბალმა გაყიდვებმა[7] სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა კომპანია Ouya Inc.-ს, რამაც გამოიწვია მისი გაკოტრება. 2015 წელს Ouya Inc. შეისყიდა კომპანია Razer Inc.-მა, ხოლო იმავე წლის ივლისში კონსოლის წარმოება შეწყდა.[8] Razer აგრძელებდა კონსოლის პორგრამულ მხარდაჭერას 2019 წლის ივნისამდე. მას შემდეგ Ouya მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად.[9][10]