Microsoft Edge
From Wikipedia, the free encyclopedia
Microsoft Edge (კოდური სახელწოდებით: Project Spartan) — ვებ-ბრაუზერი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Microsoft. ოფიციალურად ის 2015 წლის 21 იანვარს გახდა ცნობილი და მისი პირველი საცდელი (preview) საჯარო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 30 მარტს. ის შეცვლის Internet Explorer-ს როგორც ძირითად (default) ბრაუზერს შემდეგი ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებში: Windows 10, Windows 10 Mobile.
Microsoft Edge | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
Microsoft Edge Windows-ზე | |||||||
მწარმოებელი | Microsoft | ||||||
გამოვიდა | 29 ივლისი, 2015; 8 წლის წინ (2015-07-29) | ||||||
ბოლო გამოშვება |
| ||||||
ოს | Android 8.0 ან შემდგომი iOS 15.0 ან შემდგომი macOS 10.15 ან შემდგომი Windows 10, Windows Server 2016 ან შემდგომი Linux (კერძოდ, Ubuntu, Debian, Fedora და openSUSE) | ||||||
პლატფორმა | IA-32 x86-64 ARM32 ARM64 | ||||||
ენა | ინგლისური, რუსული და სხვა. | ||||||
ჟანრი | ბრაუზერი | ||||||
საიტი | microsoft.com/edge |
Microsoft Edge შემუშავდა იმგვარად, რომ ის იყოს მსუბუქი ვებ ბრაუზერი, layout engine-ით, რომელიც შექმნილია ამჟამინდელ ვებ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს „თანამედროვე ინტერნეტ ქსელთან სრულ თავსებადობას“. მას არ აქვს მხარდაჭერა ძველი ტექნოლოგიებისა, როგორიცაა ActiveX, რათა გზა დაუთმოს Microsoft-ის ახალ გაფართოებებსა (extension) და სერვისებს, როგორებიცაა ხმოვანი ასისტენტი Cortana და ღრუბლოვანი მეხსიერების სერვისი OneDrive, ასევე ჩაშენებულია ანოტაციის ხელსაწყოები და კითხვის რეჟიმი (reading mode).