iPad
Apple-ის მიერ შემუშავებული პლანშეტური კომპიუტერების ხაზი / From Wikipedia, the free encyclopedia
iPad — iOS-ზე მომუშავე პლანშეტური კომპიუტერების სერია. იგი შემუშავებულია Apple Inc.-ის მიერ. პირველი iPad გამოვიდა 2010 წლის 3 აპრილს. ყველაზე უკანასკნელი მოდელების, iPad Air 2-ის და iPad Mini 3-ის გამოშვების შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 16 ოქტომბერს. მათი წინასწარი შეკვეთა ხელმისაწვდომი გახდა 17 ოქტომბერს.
სწრაფი ფაქტები შემქმნელი, მწარმოებელი ...
iPad | |
---|---|
iPad Pro (მეექვსე თაობა) | |
შემქმნელი | Apple Inc. |
მწარმოებელი | Foxconn (კონტრაქტით[1]) |
ტიპი | პლანშეტური კომპიუტერი |
გამოშვების თარიღი |
პირველი თაობა: 3 აპრილი, 2010 (2010-04-03) (Wi-Fi)[2][3] 30 აპრილი, 2010 (2010-04-30) (Wi-Fi და 3G)[4] 28 მაისი, 2010 (2010-05-28) (მსოფლიო) 2: 11 მარტი, 2011 (2011-03-11) (აშშ) 25 მარტი, 2011 (2011-03-25) (მსოფლიო) მესამე თაობა: 16 მარტი, 2012 (2012-03-16) მეოთხე თაობა და მინის პირველი თაობა: 2 ნოემბერი, 2012 (2012-11-02) Air: 1 ნოემბერი, 2013 (2013-11-01) მინი 2: 12 ნოემბერი, 2013 (2013-11-12) Air 2 და მინი 3: 22 ოქტომბერი, 2014 (2014-10-22)[5][6] |
გაიყიდა | 200 მილიონი (2014 წლის ივნისისთვის) [7] |
ოპერაციული სისტემა |
პირველი თაობა: iOS 5.1.1 2, მესამე და მეოთხე თაობები, Air, მინი პირველი თაობა და 2: iOS 8.1.1, გამოვიდა - 17 ნოემბერი, 2014 (2014-11-17) |
დაკავშირებული სტატიები | iPhone, iPod Touch |
საიტი | apple.com/ipad |
დახურვა
iPad-ის მომხმარებლის გრაფიკული გარემო მრავალსენსორულ ეკრანს უკავშირდება. მისი მართვა შესაძლებელია ვირტუალური კლავიატურითაც. 2014 წლის ივნისისთვის მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 200 მილიონზე მეტი iPad.[7]