Entex Select-A-Game
მეორე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი / From Wikipedia, the free encyclopedia
Entex Select-A-Game — მეორე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, წარმოებული კომპანია Entex Industries-ის მიერ 1981 წელს. მისი წარმოება შეწყდა გამოსვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.
სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, ტიპი ...
Entex Select-A-Game | |
---|---|
მწარმოებელი | Entex Industries |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1981; 43 წლის წინ (1981) |
თავდაპირველი ფასი | 54.99 აშშ დოლარი |
შეწყდა | 1982; 42 წლის წინ (1982) |
შემდეგი | Entex Adventure Vision |
დახურვა
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 54.99 აშშ დოლარს.[1] იგი აღიქვამდა მხოლოდ წითელ და ლურჯ ფერებს. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 6 ერთეული თამაში: „Basketball 3“, „Football 4“, „Pinball“, „Baseball 4“ „Pacman 2“ და „Space Invader 2“, (ეს უკანასკნელი კონსოლს მოჰყვებოდა კომპლექტში).