Amnesty International
From Wikipedia, the free encyclopedia
Amnesty International (საერთაშორისო ამნისტია), აგრეთვე ცნობილი როგორც Amnesty ან AI — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს. ის დიდ ბრიტანეთში 1961 წელს დაარსდა. AI ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ უფლებების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან სხვადასხვა ქვეყნებში. ორგანიზაცია ახდენს საჯარო აზრის და ყურადღების მობილიზებას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე იმ მიზნითით რომ ზეწოლა მოახდინოს სამთავრობო ინსტიტუტებზე ამა თუ იმ ქვეყანაში რომლებიც ხელს უწყობენ, ახალისებენ ანდაც არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
საერთაშორისო ამნისტია | |
---|---|
ინგლ. Amnesty International | |
დევიზი | Val més encendre una espelma que maleir per sempre la foscor, Mieux vaut allumer une bougie que maudire les ténèbres, Better to light a candle than curse the darkness, Es ist besser, eine Kerze anzuzünden, als die Dunkelheit zu verfluchen და ان تشعل شمعة خير من ان تلعن الظلام |
შეიქმნა | 28 მაისი, 1961 |
ტიპი | non-governmental organization for development და არაკომერციული ორგანიზაცია[1] |
დამფუძნებელი (-ები) | Peter Benenson |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
კავშირები | Campaign to Stop Killer Robots[2] |
https://www.amnesty.org |
ორგანიზაცია დაარსდა 1961 წელს, ქალაქ ლონდონში (გაერთიანებული სამეფო), ადვოკატ პიტერ ბენენსონის სტატიის „დავიწყებული პატიმრების“ გამოქვეყნების შემდეგ. საერთაშორისო ამნისტიას 1977 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია მისი კამაპანიისათვის წამების წინააღმდეგ, ხოლო 1978 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრემია ადამიანის უფლებების დარგში.
2013 წლისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International შვიდ მილიონზე მეტ მხარდამჭერს მოითვლიდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და რეგიონში. მათ შორის 2 მლნ-ზე მეტი წევრი და ხუთ მილიონზე მეტი აქტივისტია.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე და მხარს უჭერს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მისი ამოცანაა საზოგადოების მობილიზაცია, რათა ზეწოლა მოახდინონ იმ პირებზე, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს.