ტელეკინეზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტელეკინეზი — ბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს გონებით რაიმეს გადაადგილებას, შეცვლას. (ψυχή, „psyche“ (ფსიქო) - გონება, სული, გული ან სუნთქვა, ხოლო κίνησις, „kinesis“ (კინეზის) - მოძრაობა). ასევე ცნობილია ტელეკინეზის სახელით. ხანდახან შემოკლებითი PK (ფსიქოკინეზისი) და TK (ტელეკინეზისი), აღნიშნავს ნამდვილ გონების შესაძლებლობას, მოახდინოს ზეგავლენა ადამიანის გონებაზე, დროზე, სივრცეზე და ენერგიაზე, ამ სამყაროში უცნობი ფიზიკის კანონების მეშვეობით. ძველად, ეს ყველაზე ძლიერ ფსიქიკურ ძალად მიაჩნდათ, რომელიც თითქმის უტოლდებოდა ღვთის ძალას. ტელეკინეზისის მაგალითებია გონებით რაიმე ნივთის გადაადგილება ან შეცვლა და ა.შ. მოვლენის შესწავლის დროს, აღმოჩნდა რომ ტელეკინეზისი პარაფსიგოლოგიის ერთგვარი ასპექტია. ზოგი პარანორმალური მოვლენის გამომკვლევარნი მიიჩნევენ რომ ტელეკინეზისი არსებობს და იმსახურებს შემდგომ - უფრო დეტალურ შესწავლას. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ რომ ტელეკინეზისი არ არსებობს, ხოლო ყველაფერი მის შესახებ არის ტყუილი, ილუზია, მეცნიერული მონაცემების სტატისტიკური მანიპულაცია და სხვა ბუნებრივად ახსნადი მოვლენები. ტელეკინეზისი კინოების, შოუებისა და გასართობი პროგრამების აქტუალური თემაა.