სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი — ეროვნული ხელოვნების მუზეუმი, მდებარეობს ქალაქ რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიაში. მუზეუმი, რომელიც ოფიციალურად დაარსდა 1937 წელს განათლების მინისტრის გუსტავო კაპანემას ინიციატივით, გახსნა პრეზიდენტმა ჟეტულიუ ვარგასმა, 1938 წელს. სამუზეუმო კოლექცია, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში გაიზარდა, როდესაც მუზეუმი ბრაზილიაში გადაიტანეს, ამ დროს პორტუგალიის მეფემ, ჟუან VI- მ თან წაიღო პორტუგალიის სამეფო კოლექციის ნაწილი. ეს ხელოვნების კოლექცია ბრაზილიაში დარჩა და გახდა სახვითი ხელოვნების ეროვნული სკოლის ძირითადი კოლექცია. როდესაც მუზეუმი შეიქმნა 1937 წელს, ის გახდა მემკვიდრე არა მხოლოდ ეროვნული სკოლის კოლექციისა, არამედ მისი შტაბის, 1908 წლის ეკლექტიკური სტილის შენობისა, რომელიც დაპროექტებულია ესპანელი არქიტექტორის ადოლფო მორალეს დე ლოს რიოსის მიერ.[4]
სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
22°54′31″ ს. გ. 43°10′32″ დ. გ. | |
დაარსდა | 1937 |
ქვეყანა | ბრაზილია |
მდებარეობა | რიო-დე-ჟანეირო[1] და Centro[2] |
ვიზიტორები | 135.726[3] (2012) |
ოფიციალური საიტი | bellasartes.gob.ar |
სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული დაწესებულება, ასევე ბრაზილიური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მუზეუმი, განსაკუთრებით მდიდარი მე-19 საუკუნის ნახატებითა და ქანდაკებებით. კოლექცია მოიცავს 20,000 -ზე მეტ ნივთს, ბრაზილიელი და საერთაშორისო მხატვრების ნახატებს, ქანდაკებებს, დაწყებული მაღალი შუა საუკუნეებიდან დამთავრებული თანამედროვე ხელოვნებით. იგი ასევე მოიცავს დეკორატიული ხელოვნების, ხალხური და აფრიკული ხელოვნების მცირე ასამბლეას. მუზეუმის ბიბლიოთეკას აქვს დაახლოებით 19,000 დასახელების კოლექცია. შენობა 1973 წელს ბრაზილიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად დასახელდა.[4][5]