მაღალი შუა საუკუნეები
From Wikipedia, the free encyclopedia
მაღალი შუა საუკუნეები — პერიოდი ევროპის ისტორიაში, რომელიც XI—XIV საუკუნეებს მოიცავს. მაღალი შუა საუკუნეების ეპოქამ ჩაანაცვლა ადრეული შუა საუკუნეების ეპოქა და წინ უძღოდა გვიან შუა საუკუნეებს. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ევროპის მოსახლეობის სწრაფი ზრდა, რომელმაც მკვეთრი ცვლილებები შეიტანა სოციალურ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში.