საბერძნეთის ოპერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
საბერძნეთის ოპერაცია - ასევე ცნობილია, როგორც ,,ოპერაცია მარიტა" . [1] [2] ოპერაცია მოიცავს ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიის შეჭრას მოკავშირე საბერძნეთის ტერიტორიაზე 1941 წლის აპრილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იტალიამ შეტევა განახორციელა 1940 წლის 28 ოქტომბერს, რომელსაც ჩვეულებრივ იტალია-საბერძნეთის ომს უწოდებენ. ხოლო 1941 წლის აპრილში გერმანია დაესხა თავს. გერმანიის შეიჭრა კუნძულ კრეტაზე 1941 წლის მაისში.
საბერძნეთის ოპერაცია ,,ოპერაცია მარიტა" | |||
---|---|---|---|
თარიღი | 28 ოქტომბერი, 1940 – 1 ივნისი, 1941 | ||
მდებარეობა | საბერძნეთი, სამხრეთი ალბანეთი | ||
შედეგი | მხარე 1-ის საბოლოო გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
1940 წლის 28 ოქტომბერს, იტალიის შემოსევის დროს, საბერძნეთმა მოიგერია თავდაპირველი თავდასხმა და კონტრშეტევა განახორციელა 1941 წლის მარტში. გერმანიის შეჭრის შედეგად, 6 აპრილს დაიწყო ოპერაცია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ,,ოპერაცია მარიტა". საბერძნეთის არმიის დიდი ნაწილი საბერძნეთის საზღვარზე იმყოფებოდა ალბანელებთან ერთად, შემდეგ - იტალიის ვასალზე, რომლიდანაც იტალიის ჯარები თავს დაესხნენ. გერმანული ჯარები შეიჭრნენ ბულგარეთიდან და შექმნეს მეორე ფრონტი. საბერძნეთმა მიიღო მცირე დახმარება გამაგრებისთვის ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მხრიდან, გერმანიის თავდასხმის მოლოდინში. საბერძნეთის არმია ცდილობდა, როგორც იტალიის, ისე გერმანიის ჯარების შემოსევების თავიდან არიდებას. ბრიტანეთის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ უკან დაეხიათ, რამაც ევაკუაცია გამოიწვია. რამდენიმე დღის განმავლობაში, მოკავშირეთა ჯარებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გერმანიის წინსვლაში. [3] გერმანიის არმიამ დედაქალაქ ათენს მიაღწია 27 აპრილს. ხოლო 30 აპრილს საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაიპყრო 7000 ბრიტანელი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი პერსონალი. საბერძნეთის დაპყრობის გეგმა საბოლოოდ განხორციელდა კრეტას დაპყრობით ერთი თვის შემდეგ. მისი დაცემის შემდეგ საბერძნეთი დაიკავეს გერმანიის, იტალიისა და ბულგარეთის სამხედრო ძალებმა. [4]
მოგვიანებით ჰიტლერმა, საბერძნეთის ოპერაციიდან გამომდინარე, დაადანაშაულა მუსოლინი, საბჭოთა კავშირთან ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში . თუმცა თეორია, რომლის თანახმადაც, საბერძნეთის ომმა შეაჩერა საბჭოთა კავშირში შეჭრა, უარყო ან შეარბილა ისტორიკოსთა უმრავლესობამ.