კიევი
From Wikipedia, the free encyclopedia
კიევი (უკრ. Київ) — უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, კიევში 2,847,200 მცხოვრები იყო (ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტობრივ მოსახლეობას 3 მილიონამდე ზრდის). მოსახლეობის მიხედვით, კიევი მე-8 უდიდესი ქალაქია ევროპაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კიევი Київ | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | კიევის მუნიციპალური ოლქიკიევის მუნიციპალური ოლქი | ||||
შიდა დაყოფა | 10 რაიონი | ||||
კოორდინატები | 50°27′00″ ჩ. გ. 30°30′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მეთაური | ვიტალი კლიჩკო | ||||
დაარსდა | V საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | IX საუკუნე | ||||
ფართობი | 839 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 179 მ | ||||
ოფიციალური ენა | უკრაინული ენა | ||||
მოსახლეობა | 2,847,200[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 3 178 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 15 232 460 | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
უკრაინელები— 82,2%, რუსები— 13,1%, ებრაელები— 0,7%, ბელარუსები— 0,6%, პოლონელები— 0,3% | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 44 | ||||
საფოსტო ინდექსი | 01xxx — 06xxx | ||||
საავტომობილო კოდი | AA და KA | ||||
ოფიციალური საიტი | kmv.gov.ua | ||||
ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ოლქს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევის მეტროს სიტემის ჩათვლით.
საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევმა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა, დიდი აღმასვლისა და მივიწყების რამდენიმე ეტაპი გაიარა. მიჩნეულია, რომ ქალაქი V საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცია, შემდეგ იგი თანდათან აღმოსავლეთ სლავების ცივილიზაციის ცენტრი გახდა, ხოლო X-XII საუკუნეებში იგი რუსთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი გახდა. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. ის მცირე მნიშვნელობის პროვინციული დედაქალაქი გახდა ძლიერი მეზობლების — თავდაპირველად ლიტვის, შემდეგ პოლონეთისა და ბოლოს, რუსეთის — ჩრდილქვეშ.
ქალაქმა უწინდელი აღმასვლა დაიწყო რუსეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1917 წელს უკრაინამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კიევი მისი დედაქალაქი გახდა, 1919 წლიდან კი მას თეთრგვარდიელები აკონტროლებდნენ და მათი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო სამოქალაქო ომის წლებში. 1921 წელს კიევი საბჭოთა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, 1934 წლიდან კი მისი დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა ომის შემდგომ სწრაფად იქნა აღდგენილი და მალე სსრკ-ის სიდიდით მესამე ქალაქი გახდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.