ვიტორე კარპაჩო
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიტორე კარპაჩო (იტალ. Vittore Carpaccio; დ. დაახლ. 1455 ან 1465, ვენეცია — გ. დაახლ. 1526, კაპოდისტრია, ახლანდ. კოპერი, სლოვენია) — იტალიელი ფერმწერი, ვენეციური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა ჯენტილე ბელინის ხელმძღვანელობით. განიცადა ანტონელო და მესინას და ჯოვანი ბელინის გავლენა. წმ. ურსულას (1490–1495, აკადემიის გალერეა, ვენეცია), წმ. გიორგისა და წმ. იერონიმეს (1502–1507, სკუოთლა დი სან-ჯორჯო დელი სკიავონი, ვენეცია) ცხოვრების თემებზე შექმნილ სურათებში ლეგენდარული სიუჟეტები გადაწყვეტილია როგორც მხატვრის თანამედროვე ცხოვრების რეალური სცენები. მხატვარი ოსტატურად ასახავდა სივრცეს, ჰაეროვან და შუქ-ჰაეროვან გარემოს, რაც არბილებს ლოკალური ფერის ლაქების ჟღერადობას.[1]
სწრაფი ფაქტები ვიტორე კარპაჩო, დაიბადა ...
ვიტორე კარპაჩო | |
---|---|
იტალ. Vittore Carpaccio | |
დაიბადა | დაახლ. 1455 ან 1465 |
დაბადების ადგილი | ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა |
გარდაიცვალა | დაახლ. 1526 |
გარდაცვალების ადგილი | კაპოდისტრია ან ვენეცია |
ეროვნება | იტალიელი |
სფერო | ფერწერა |
ჟანრი | პორტრეტი |
მასზე გავლენა მოახდინა | ანტონელო და მესინა, ჯოვანი ბელინი |
დახურვა