ბრაიან ინო
ბრიტანელი მუსიკოსი, მუსიკის პროდიუსერი, მუსიკის თეორეტიკოსი და ვიზუალური არტისტი (დაიბადა 1948 წე / From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაინ პიტერ ჯორჯ ჟან ლე ბატისტ დე ლა სალე ინო ინგლ. Brian Peter George St John le Baptiste de la Salle Enoუფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ინო (დ. 15 მაისი, 1948) — ინგლისელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მუსიკალური თეოლოგი და ვოკალისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ემბიენტური მუსიკის ჟანრის განვითარებაში.
ბრაიან ინო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ბრაიან პიტერ ჯორჯ ინო |
დაბ. თარიღი | 15 მაისი, 1948 (1948-05-15) (76 წლის) |
დაბ. ადგილი | ვუდბრიჯი, საფოლკი |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ექსპერიმენტული როკი, ემბიენტი, ელექტრონული მუსიკა, არტ როკი, გლემ როკი |
საქმიანობა | პროდიუსერი, მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | სინთეზატორი, ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 1970–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Island, Polydor, EG, Obscure, Opal, Virgin, Astralwerks, Thirsty Ear, Rykodisc |
საიტი | www.enoshop.co.uk |
ბრაიან ინო ვიკისაწყობში |
ინო სწავლობდა ხელოვნების სკოლაში და შთაგონებას მინიმალისტური ნახატებიდან იღებდა. 1970-იან წლებში ის უკრავდა სინთეზატორებზე ჯგუფში Roxy Music. 1974 წელს მან იმუშავა პროდიუსერად ჯენესისის ალბომზე The Lamb Lies Down on Broadway. 1980-იან წლებში ის გახდა ჯგუფის U2 სიმღერების პროდიუსერი. ამის გარდა, მისი თანამშომლობების სია საკმაოდ ვრცელია. გარდა ყველაფრისა, აქვს წარმატებული სოლო-კარიერაც, რაც გულისხმობს ექსპერიმენტული ალბომების ჩაწერას.