ბელარუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელარუსი (ბელარ. Беларусь, რუს. Беларусь ან Белоруссия), ოფიციალურად ბელარუსის რესპუბლიკა (ბელარ. Рэспубліка Беларусь, რუს. Республика Беларусь) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში.[5] ბელარუსს აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან უკრაინა, დასავლეთიდან პოლონეთი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ლატვია და ლიეტუვა. დედაქალაქია მინსკი; სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია ბრესტი, გროდნო, გომელი, მოგილიოვი და ვიტებსკი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 207 600 კმ²-ს, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებს უკავია,[6] ეკონომიკაში ყველაზე განვითარებული სფეროებია აგროკულტურა და მრეწველობა.
ბელარუსის რესპუბლიკა Рэспубліка Беларусь Республика Беларусь ბელარუსი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: ბელარუსის ჰიმნი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მინსკი 53°55′ ჩ. გ. 27°33′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბელარუსული, რუსული | |||||
მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო რესპუბლიკა ავტორიტარულ დიქტატურის პირობებში[1][2] | |||||
- | პრეზიდენტი | ალექსანდრე ლუკაშენკო | ||||
- | პრ.-მინისტრი | რომან გოლოვჩენკო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 207 600 კმ2 (85-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2018 შეფასებით | 9 484 300[3] (93-ე) | ||||
- | 2009 აღწერა | 9,491,800[4] | ||||
- | სიმჭიდროვე | 46 კაცი/კმ2 (142-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2017 შეფასებით | |||||
- | სულ | $175,900 მილიარდი (72-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $18,600 (97-ე) | ||||
აგი (2011) | 0.756 (მაღალი) (65-ე) | |||||
ვალუტა | რუბლი (BYN ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BLR | |||||
Internet TLD | .by | |||||
სატელეფონო კოდი | 375 |
ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო პოლოცკის სამთავრო, ეს სამთავრო კიევის რუსეთის დაშლის შემედეგად წარმოიქმნა, მოგვიანებით უკვე ბელარსები ხდება ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენელი ნაწილი, მას შემდეგ რაც ლიტვისა და პოლონეთის გაერთიანება მოხდა, უკვე ამ მიწებს გაერთიანებული სახელმწიფო აკონტროლებდა. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის იმპერიას შორის არსებული ბრძოლების შემდეგ ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მოექცა რიგითი გუბერნიის სტატუსით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქ შეიქმნა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა (1918-1919), 1919 წლიდან უკვე ბელარუსია არის საბჭოთა რესპუბლიკა.
საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ეს ტერიტორია სსრკ-ში შევიდა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1939 წელს სსრკ-ს მიერ გერმანიასთან დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, საბჭოთა კავშირმა მიიერთა აღმოსავლეთი პლონეთი, ეს ტერიტორია შეუერთდა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკას.[7] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბელარუსი ოკუპირებული იქნა გერმანელების მიერ. ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკაში შედარებით განვითარდა ეკონომიკა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1992 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ბელარუსი იყო. 1994 წლიდან დღემდე ქვეყნის მმართველია ალექსანდრე ლუკაშენკო.
ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9,85 მილიონ ადამიანს, ქვეყნის მთავარი ურბანული ცენტრებია დედაქალაქი მინსკი. აქ მცხოვრებთა 80 % ბელარუსელია, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწის შეადგენს პოლონელები და უკრაინელები. 1995 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის ოფიციალური ენები გახდა: ბელარუსული და რუსული. ბელარუსის კონსტიტუციის შედეგად ქვეყანაში ოფიციალური რელიგია გამოცხადებული არ არის, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, მეორე რელიგია მრევლის რაოდენობით არის კათოლიკური ეკლესია.