From Wikipedia, the free encyclopedia
ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) — ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.
ევრო ინგლ. Euro ბერძ. Ευρώ | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | EUR | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
ევროზონა (20) 5 ევროკავშირის გარეთ
| ||
არაოფიციალური მომხმარებლები |
|||
შედგება | 100 ევროცენტისაგან | ||
სიმბოლო | € | ||
მონეტები | 1, 2, 5, 10, 20, 50 cent, €1, €2 | ||
ბანკნოტები | €5, €10, €20, €50, €100, €200, €500 | ||
ცენტრალური ბანკი | ევროპის ცენტრალური ბანკი | ||
გაცვლითი კურსი (11 ნოემბერი 2009 თვის) | |||
1 USD | = 0.6738 EUR | ||
1 GEL | = 0.4768 EUR |
ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც.
ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა (რომელშიც წევრ ქვეყანათა ცენტრალური ბანკები შედის). როგორც დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი, ეცბ-ს ერთპიროვნული უფლება აქვს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის. ეცბს მონაწილეობს ბანკნოტების ბეჭდვაში, მონეტების ჩამოსხმაში და მათ სისტემაში გავრცელებაში ყველა წევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროზონის საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირებაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.