ჰუგო უივინგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰუგო უოლესი უივინგი (დ. 4 აპრილი, 1960) — ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ცხოვრობს ავსტრალიაში. იგი ცნობილია აგენტ სმიტის როლის შესრულებისთბის მატრიცას ტრილოგიაში (1999–2003), ელრონდის როლისვის ბეჭდების მბრძანებელსა (2001–2003) და ჰობიტში (2012–2014) ვის როლისთვის V ანუ ვენდეტა (2005), და წითელი თავის ქალის როლისთვის ფილმში კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი (2011).
ჰუგო უივინგი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Hugo Wallace Weaving |
დაბადების თარიღი |
4 აპრილი, 1960 იბადანი, ნიგერია |
ეროვნება | ბრიტანელი |
ალმა-მატერი | დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1981-დან - დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | კატრინა გრინვუდი (1984-დან - დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ნათესავები | სამანტა უივინგი (დისშვილი) |
უოვინგის პირველი სატელევიზიო როლი იყო 1984 წელს ავსტრალიის სატელევიზიო სერიალში სხეულის ხაზი, სადაც მან ითამაშა ინგლისელი კრიკეტის კაპიტანი დუგლას ჯარდინის როლი. მან პირველი პოპულარობა მოიპოვა მარტინს როლის შესრულებისთვის ავსტრალიურ დრამაში მტკიცებულება (1991). უოვინგმა ითამაშა ენტონი ,,ტიკი" ბელოროზის / მიცი დელ ბრას როლი კომედიურ-დრამაში პრისცილას თავგადასავალი, უდაბნოს დედოფალი (1994); და რამდენიმე როლი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში ღრუბლის ატლასი (2012). მის მიერ გახმოვანებულ როლებში შედის რექსის, მეცხვარე ძაღლის როლი ბავშვში (1995), ნოას, წამყვანი უხუცესი იმპერატორი პინგვინის როლი ბედნიერ თათებში (2006) და ბედნიერი თათების მეორე ნაწილში (2011). ასევე მეგატრონის როლი ფილმში ტრანსფორმერები.
უივინგის ჯილდოები მსახიობობისთვის მოიცავს სატელიტის პრემიას, MTV კინოს პრემიასა და ავსტრალიის კინო ინსტიტუტის ექვს პრემიას .