From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიპონასტია — ფოთლის, გვირგვინის ფურცლის, ჯამის ფოთლის და მცენარის სხვა ორგანოს ქვედა მხარის უფრო სწრაფი ზრდა ზედა მხარესთან შედარებით, რის შედეგადაც ორგანო იღუნება ზევით. ჰიპონასტია შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანოს ასაკით (მაგ., ყვავილის ნორჩი კოკრები დახურული რჩება ჰიპონასტიის წყალობით, რომელიც უფრო გვიან ეპინასტიით იცვლება და ყვავილი იშლება), აგრეთვე გარემოს პირობების ცვლითაც (მაგ., მოღრუბლულ, ნესტიან და ცივ ამინდში ზოგჯერ მიმდინარეობს ყვავილსაფრის ჰიპონასტია და ყვავილი იხურება).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.