From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიმენოფორი — სოკოს ნაყოფსხეულის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედაპირზე აქვს თხელი სპორათწარმომქმნელი შრე — ჰიმენიუმი. ხშირად, ჰიმენოფორის ზედაპირი ძლიერგანვითარებულია და სოკოს დიდი რაოდენობით სპორების წარმოქნაში ეხმარება.
ქუდის ქვედა ზედაპირზე არსებული წარმონაქმნების კედელზე ვითარდება ბაზიდიუმები და მათზე მჯდომი სპორები. გამონაკლისია ჩანთიანი სოკოები, რომლებსაც სპორები უვითარდებათ ჩანთებში და გვხვდება როგორც ქუდის ქვედა, ისე ზედა ზედაპირზე.
ჰიმენოფორის ნიშნები მნიშვნელოვანია როგორც სოკოების დიდი ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის, ასევე ახლო მონათესავე სახეობების გამოსარჩევად.
ჰიმენოფორი ფეხის მიმართ შეიძლება იყოს დაღმავალი, როდესაც ზედაპირი მთლიანად შეზრდილია და ასევე ფეხსაც დაუყვება ძირისკენ; ფეხზე შეზრდილი, როდესაც მთელი ზედაპირით არის შეზრდილი ფეხთან; ფეხისგან თავისუფალი, როდესაც ფეხს არ ეხება; ამოკვეთილი, როდესაც ფეხთან არის შეზრდილი კბილისებურად.
ჰიმენოფორი შეიძლება იყოს გლუვი (ჩანთიანი სოკოები), ნაოჭიანი (მაგ., მიქლიო), ხორკლებიანი (მაგ., ირმისტუჩა), ფორებიანი (მაგ. დათვისსოკო) და ფირფიტებიანი (მაგ. ცადამაყვანა).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.