From Wikipedia, the free encyclopedia
რუდოლფ ჰესი (გერმ. Rudolf Heß: დ. 26 აპრილი, 1894, ალექსანდრია, ეგვიპტე — გ. 17 აგვისტო, 1987, ბერლინი, დასავლეთ გერმანია)[2] — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, „ნსდაპ“-ის ერთ-ერთი ლიდერი და ადოლფ ჰიტლერის მოადგილე 1933-1941 წლებში. 1941 წელს მარტო გადაფრინდა გაერთიანებულ სამეფოში, ბრიტანელებსა და ნაცისტურ გერმანიას შორის მშვიდობის დამყარების მცდელობით მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ იგი შეპყრობილი იქნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ტყვეობაში, რის შემდეგაც გადასცეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს.
რუდოლფ ჰესი | |
ფიურერის მოადგილე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 აპრილი, 1933 – 12 მაისი, 1941 | |
კანცლერი | ადოლფ ჰიტლერი |
მემკვიდრე | მარტინ ბორმანი (როგორც პარტიის კანცლერი) |
რაიხსლაიტერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1933 – 1941 | |
კანცლერი | ადოლფ ჰიტლერი |
დაბადებული | 26 აპრილი, 1894 ალექსანდრია, ეგვიპტე |
გარდაცვლილი | 17 აგვისტო, 1987 (93 წლის) შპანდაუ, დასავლეთი ბერლინი, დასავლეთი გერმანია |
ეროვნება | გერმანელი |
პოლიტიკური პარტია | ნსდაპ (1920-1941) |
მეუღლე | ილზა ჰესი (1900-1995) |
შვილები | ვოლფ რუდიგერ ჰესი (1937[1]-2001) |
განათლება | მიუნხენის უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
ჰესი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობისას რამდენიმეჯერ დაიჭრა, რისთვისაც დაჯილდოვდა მეორე ხარისხის რკინის ჯვრით. ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაირიცხა მფრინავად. 1918 წლის ოქტომბერში მიიღო ლეიტენანტის წოდება.
1919 წელს გახდა მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც ეუფლებოდა გეოპოლიტიკას. მისი მასწავლებელი იყო კარლ ჰაუსჰოფერი, რომელიც შემდგომში იქცა ნაცისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ საყრდენად. ჰესი ნსდაპ-ის შეუერთდა 1920 წლის 1 ივლისს. 1923 წელს ლუდის პუტჩის დროს მიემხრო ჰიტლერს . სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის და ორგანიზატორების დაპატიმრების შემდეგ, ციხეში ყოფნის პერიოდში, სწორედ ჰესი ეხმარებოდა ჰიტლერს „ჩემი ბრძოლის“ (Mein Kampf) დაწერაში, რაც იქცა ნსდაპ-ის ძირითად პოლიტიკურ პლატფორმად. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1933 წელს, ჰესი დაინიშნა ჰიტლერის მოადგილედ, ხოლო უახლოეს დროში მიიღო მინისტრის პოსტი პორტფელის გარეშე.[3]
ჰესი დაინტერესებული იყო ავიაციით და ხშირად სწავლობდა თანამედროვე თვითმფრინავებზე ფრენას,[4] რომელთა წარმოებას საფუძველი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჩაეყარა. 1941 წლის 10 მაისს იგი მარტო გაფრინდა შოტლანდიაში, იმ იმედით, რომ შესძლებდა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას ჰერცოგ ჰამილტონთან, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ოპოზიციად მიიჩნეოდა. ჩაფრენისთანავე ჰესი დაუყონებლივ დააპატიმრეს და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ტყვეობაში. ომის შემდეგ ჰესი წარსდგა ნიურნბერგის პროცესზე.[5] მთელი პროცესის განმავლობაში ირწმუნებოდა რომ იტანჯებოდა ამნეზიით, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს იყო უბრალო ხრიკი. სასამართლომ ჰესი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. სასჯელს იხდიდა შპანდაუს ციხეში 1947 წლიდან. მიუხედავად ოჯახის წევრებისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მიერ ჰესის განთავისუფლების არაერთი მცდელობისა, მისი დროზე ადრე გათავისუფლება დაბლოკა საბჭოთა კავშირმა. ის იმყოფებოდა დაცვის კონტროლის ქვეშ. 1987 წელს რუდოლფ ჰესმა სიცოცხლე თვიმკვლელობით დაასრულა. სიცოცხლის ბოლომდე ჰიტლერისა და მისი იდეების ერთგული დარჩა. ჰესის გარდაცვალების შემდეგ ციხე დაანგრიეს, რათა ეს ადგილი არ ქცეულიყო ნეონაცისტების სიწმინდედ.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.