ჰარმონიული ოსცილატორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰარმონიული ოსცილატორი — სისტემა, რომელზეც წონასწორობიდან გადახრისას აღიძვრება გადახრის პროპორციული და საწინააღმდეგოდ მიმართული ძალა. თუ სისტემის წონასწორობიდან გადახრაა , მაშინ მასზე მოქმედი ძალა
არის:
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9d/Simple_harmonic_oscillator.gif)
ჰარმონიული ოსცილატორის მაგალითები გვხვდება ფიზიკის თითქმის ნებისმიერ დარგში. კლასიკურ მექანიკაში ეს არის ზამბარაზე მიბმული სხეული ან მექანიკური ქანქარა. გვხვდება ასევე ელექტრულ წრედებში, სტატისტიკურ ფიზიკაში, მყარი სხეულების ფიზიკაში, ველის კვანტურ თეორიაში.