From Wikipedia, the free encyclopedia
ჰავაიური ენა (თვითსახელწოდება — ჰავ. ‘Ōlelo Hawai‘i [ʔoːˈlɛlo həˈvɐjʔi]) — ავსტრონეზიული ენების ოჯახის ერთ-ერთი ენა; წარსულში ჰავაის კუნძულების მთავარი ენა იყო.
ჰავაიური ენა ‘Ōlelo Hawai‘i | |
გავრცელებულია | აშშ |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 27,160 კაცი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ავსტრონეზიული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა (ჰავაიური დამწერლობა) |
ენის კოდები | ISO 639-1 — ISO 639-2 haw ISO 639-3 haw |
რუკა | |
ჰავაიური ენის გავრცელების არეალი
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-haw}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ჰავაიური ენა |
ჰავაიელების ყველაზე დიდი და ხალხმრავალი თემი, რომლის მშობლიური ენა ჰავაიურია, ცხოვრობს კუნძულ ნიჰაუზე. ჰავაიურს პირველ ენად იყენებს ჰავაის არქიპელაგის დაახლოებით ერთნახევარი მილიონი მოსახლიდან რამდენიმე ათეული ათასი. როგორც მეორე ენა, ჰავაიური კვლავ ინარჩუნებს თავის გავლენას; ის ასევე ისწავლება ჰავაის უნივერსიტეტში, სადაც არის სპეციალური პროგრამები მისი შესწავლისთვის.
ჰავაიურთან მონათესავე ენები გავრცელებულია წყნარ ოკეანეში; მასთან ყველაზე ახლომონათესავეა ტაიტიური და მარკიზული (მარკიზის კუნძულების დიალექტები), ასევე მაორი ენა. ჰავაიურთან ნაკლებად ახლოა დასავლეთ პოლინეზიის სამოური და ტონგური ენები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.