ჯუანშერ ჯუანშერიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუანშერ ჯუანშერიანი, ჯუანშერი — ქართველი ისტორიკოსი, რომელსაც „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგასლის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით — „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“ და, შესაძლოა „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“.
ჯუანშერის მოღვაწეობის ხანად, ტრადიციულად, მიჩნეული იყო XI საუკუნე, მაგრამ უახლოესი გამოკვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული თხზულებები VIII საუკუნეშია დაწერილი[1].
იყო შეხედულებაც, რომ ჯუანშერის სახელით ცნობილი საისტორიო თხზულება მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს ისტორიკოს ლეონტი მროველს.