ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ დალტონი (ინგლ. John Dalton; დ. 6 სექტემბერი, 1766, იგლსფილდი, ინგლისი — გ. 27 ივლისი, 1844, მანჩესტერი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1822).
ჯონ დალტონი | |
---|---|
ინგლ. John Dalton | |
დაბ. თარიღი | 6 სექტემბერი, 1766[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | კამბერლენდი[4] |
გარდ. თარიღი | 27 ივლისი, 1844[1] [8] [2] [4] [9] [5] [7] [10] (77 წლის) |
გარდ. ადგილი | მანჩესტერი[11] [4] |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[4] |
საქმიანობა | ფიზიკოსი, მათემატიკოსი, მეტეოროლოგი, ქიმიკოსი და ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ჯეიმზ პრესკოტ ჯოული |
მეუღლე | |
მამა | Joseph Dalton[12] |
დედა | Deborah Greenup[12] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
მიიღო თვითგანათლება. კენდალში და მანჩესტერში ასწავლიდა მათემატიკას. მანჩესტერის ლიტ-ფილოს. საზოგადოების წევრი (1794), მდივანი (1800) და თავმჯდომარე (1817). დალტონმა შეისწავლა აირთა ნარევების თვისებები, აღმოაჩინა აირების პარციალურ წნევათა კანონი (1801) და ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე (1803; დალტონის კანონები). გამოიკვლია სითხეთა აორთქლების დამოკიდებულება წნევაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე; დაადგინა (ჟ. შარლისაგან დამოუკიდებლად და გეი-ლუსაკზე ადრე), რომ მუდმივი წნევის პირობებში ტემპერატურის ერთნაირი მატების დროს ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება (1802), დალტონს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმ. ატომისტიკაში (ჯერად ფარდობათა კანონი და შედგენილობის მუდმივობის კანონი).
პირველმა აღწერა (1794) მხედველობის დეფექტი, რომლითაც თვითონ იყო დაავადებული და რომელმაც შემდგომში დალტონიზმის სახელწოდება მიიღო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.