From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეკი ბრაუნი (ინგლ. Jackie Brown) — კვენტინ ტარანტინოს 1997 წლის კრიმინალური ფილმი. ეს იყო ტარანტინოს მესამე ფილმი „ცოფიანი ძაღლებისა“ და „მაკულატურის“ შემდეგ. მთავარი როლის შემსრულებლები, პემ გრიერი და რობერტ ფორსტერი ხანგრძლივი კარიერის მქონე მსახიობები იყვნენ, თუმცა ამ ფილმამდე არცერთი მთავარი როლი არ ჰქონდათ შესრულებული.
„ჯეკი ბრაუნი“ | |
---|---|
ჟანრი | კრიმინალური |
დამდგმელი რეჟისორი | კვენტინ ტარანტინო |
პროდიუსერი | ლოურენს ბენდერი |
სცენარის ავტორი | კვენტინ ტარანტინო |
ნაწარმოები | ელმორ ლეონარდის „რომის პუნში“ |
როლებში |
პემ გრიერი რობერტ ფორსტერი სამუელ ლ. ჯექსონი |
ოპერატორი | გილერმო ნავარო |
მონტაჟი | სალი მენკე |
სტუდია | A Band Apart |
დისტრიბუტორი | Miramax Films |
გამოსვლის თარიღი | 25 დეკემბერი, 1997 |
ხანგრძლივობა | 154 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $12 მლნ |
შემოსავალი | $72 673 162 |
სტიუარდესა ჯეკი ბრაუნი (პემ გრიერი) კონტრაბანდისტია და იარაღით მოვაჭრეებს ეხმარება. მისი საქმე ცუდად წავა, როცა ფედერალური აგენტები მას ჩანთაში დიდი ოდენობით ფულს აღმოუჩენენ. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისუფლების შენარჩუნება, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და პოლიციას იარაღით მოვაჭრის, ორდელ რობის (სამუელ ლ. ჯექსონი) დაჭერაში დაეხმარება. ბრაუნი გადაწყვეტს, ითანამშრომლოს პოლიციასთან და ამასთანავე, მოიპაროს ნახევარი მილიონი დოლარი, რაშიც მას მეგობარი მაქსი (რობერტ ფორსტერი) დაეხმარება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.