![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/06/JaneAlexanderMarch08.jpg/640px-JaneAlexanderMarch08.jpg&w=640&q=50)
ჯეინ ალექსანდერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეინ ალექსანდერი (ინგლ. Jane Alexander; დ. 28 ოქტომბერი, 1939) — ამერიკელი მსახიობი და ავტორი. არის პრაიმტაიმ ემის ჯილდოს და ტონი ჯილდოს მფლობელი. ოთხჯერ არის ნომინირებული ოსკარზე, ხოლო სამჯერ ოქროს გლობუსის კინოპრემიაზე. 1993 წლიდან 1997 წლამდე იყო ამერიკული სააგენტოს, „National Endowment for the Arts”-ის თავმჯდომარე.
ჯეინ ალექსანდერი | |
---|---|
![]() ჯეინ ალექსანდერი 2008 წელს | |
დაბადების სახელი | ჯეინ ქვიგლი |
დაბადების თარიღი |
28 ოქტომბერი, 1939 (1939-10-28) (84 წლის) ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება |
სარა ლოურენსის კოლეჯი ედინბურგის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1963-დღემდე |
მეუღლე(ები) |
რობერტ ალექსანდერი (იქ. 1962–74) ედვინ შერინი (იქ. 1975–2017) |
შვილ(ებ)ი | ჯეის ალექსანდერი |
1969 წელს მონაწილეობა მიიღო ბროდვეის პროდუქციაში, „დიდი თეთრი იმედი“, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა ტონი პრემიით, საუკეთესო რჩეული მსახიობი ქალისთვის სპექტაკლში. გარდა ამ როლისა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვა სპექტაკლებშიც, მათ შორისაა: „6 Rms Riv Vu“ (1972), „იგუანას ღამე“ (1988), „დები როზენსვეიგი“ (1993) და ღირსება (1998).
დიდი კარიერული წარმატება მოუპოვა ელეანორ ბექმენის როლმა ფილმში „დიდი თეთრი იმედი“ (1970), ამ როლის შესრულებით იგი გახდა ოქროს გლობუსის ნომინანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა ისეთ წარმატებულ ფილმებში როგორიცაა: ამერიკული პოლიტიკური ბიოგრაფიული დრამა „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (1976), 1979 წლის ამერიკული დრამა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, და დრამა „აღთქმა“ (1983). ამ ფილმებში შესრულებული როლებისთვის იგი რამდენჯერმე ნომინირდა ოსკარზე. სულ მოგებული აქვს რვა ემის ჯილდო, 1976 წელს ელეანორ რუზველტის როლი ითამაშა ამერიკულ სატელევიზიო მინისერიალში, „რუზველტი და ელეანორი“, რომლითაც მან მოიპოვა მისთვის პირველი ემი ჯილდო. 1980 წელს ითამაშა ფილმში, „თამაში დროზე“, ხოლო 2005 წელს ფილმში, „თბილი წყაროები“, ამ გამორჩეული როლებისთვის, იგი ასევე ნომინირდა ემის ჯილდოზე.