ჯავა (პროგრამირების ენა)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯავა (ინგლ. Java წარმოითქმის, /dʒɑːvə/) არის ზოგადი დანიშნულების, კონკურენტული, ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირების ენა. Java არის მკაცრად (სტატიკურად) ტიპიზირებული ენა. სინტაქსური აგებულებით ის წააგავს უფრო ადრეულ ენებს C და C++. მისი ობიექტური მოდელი აგრეთვე მნიშვნელოვნად ნასესხებია C++ და Smalltalk ენებიდან. Java პროგრამები კომპილირდება ბაიტ-კოდებში და ეშვება Java ვირტულურ მანქანაში (JVM), რაც უზრუნველყოფს კომპილირებული პროგრამის დამოუკიდებლობას გამშვები სისტემასთან მიმართებაში.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯავა (მრავალმნიშვნელოვანი). |
![]() Java ტექნოლოგიის ოფიციალური ლოგო | |
პარადიგმი | ობიექტზე ორიენტირებული, იმპერატიული |
---|---|
შეიქმნა | 1995 წლის 23 მაისი |
შემქმნელი | Sun Microsystems |
OS | მრავალპლატფორმული |
ლიცენზია | GNU General Public License |
ვებ მისამართი | http://www.java.com/ |
- არ აგერიოთ ერთმანეთში ჯავა და ჯავასკრიპტი
ოფიციალურად Java 1995 წლის 23 მაისს გამოვიდა. Java-ს პირველადი შემუშავება ეკუთვნის Sun Microsystems, რომელიც დღემდე რჩება Java ვირტუალური მანქანის და ენის სპეციფიკაციის ძირითად განმსაზღვრელად.
Java მხარდაჭერილია ძირითად კომპიუტერულ და მობილურ ოპერაციულ სისტემებში, უამრავ საყოფაცხოვრებო და ციფრული მოწყობილობაში, აგრეთვე საბანკო პლასტიკურ და სხვა სახის სერვის ბარათებში.
დღეს Java ყველაზე გავრცელებული ენაა, მოწყობილობათა რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ასრულებენ Java პროგრამებს და, აგრეთვე, ყველაზე პოპულარული ენაა იმ პროგრამისტების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც წერენ თავის პროგრამებს Java-ზე.