From Wikipedia, the free encyclopedia
ხორენია — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოსპიოს თემში.
სოფელი | |
---|---|
ხორენია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხოსპიო |
კოორდინატები | 41°20′32″ ჩ. გ. 43°31′25″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ხორანია |
ცენტრის სიმაღლე | 1750 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 504[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 97,6 % ქართველები 2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1750 მ, ახალქალაქიდან 10 კმ. ამ სახელით ორი სოფელია ცნობილი: დიდი და პატარა ხორენია. მათ ერთმანეთისგან მდინარე ფარავანი ჰყოფს. ადმინისტრაციულად პატარა ხორენია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 504 ადამიანი.
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა არის ხორანია და არა ხორენია, თუმცა ეს უკანასკნელი ფორმა გაჩნდა XIX საუკუნეში და დამკვიდრდა. სოფელში არის ორი ეკლესია, რომელიც შემდეგ სომხურად გადაუკეთებიათ. ეკლესიას შემორჩენილი აქვს წარწერები. ეკლესიას ოთხი წარწერა ჰქონია 1896 წელს, როდესაც ივანე როსტომაშვილს უმოგზაურია იქ. ყველაზე მთავარი წარწერა მოთავსებული ყოფილა სახურავზე. ეტყობა მოგვიანებით აიტანეს იგი იქ. შემდეგ, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა მოიარა ჯავახეთი, წარწერა ვეღარ ნახა, რადგან სახურავი გადაეგდოთ უკვე. მეორე ქართული ეკლესია მცირე ზომისაა. წარწერები ძალითაა წაშლილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.