From Wikipedia, the free encyclopedia
წოვათუშები, შემოკლებით წოვები, ანუ ბაცბები — ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე სუბეთნოსი (დაახლოებით 3 ათასი კაცი). ისტორიულად სახლობდნენ თუშეთის ტერიტორიაზე. მოგვიანო პერიოდში თუშების მსგავსად მოხდა მათი ბარში, ალვანში ჩამოსახლება. წოვათუშები ბილინგვები არიან და საუბრობენ როგორც ქართულად, ასევე ნახური ქვეჯგუფის წოვათუშურ (ბაცბურ) ენაზე.
ამ ეთნონიმის სწორი დაწერილობა არის „წოვათუში“, „წოვათუშები“ (დეფისის გარეშე), თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში, მათ შორის ქსე-ში, ხშირად ვხვდებით მის არასწორ დაწერილობასაც — „წოვა-თუში“, „წოვა-თუშები“.
წოვათუშები ბილინგვუალები არიან. საუბრობენ ქართულად და წოვათუშურად (ბაცბურად), რომელიც ინგუშურის მონათესავე ენაა და ნახურ ენათა ჯგუფში შედის.
წოვები (ისევე როგორც, ნაწილობრივ, პირიქითა თუშები) მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა მეცხვარეობა. ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ წოვათუშების სოფლები გაშენებულია როგორც მთაში, ისე — ბარში:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.