წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა ვიტის ტაძარი, ან ვიტსდომი (ჩეხ.: Katedrála svatého Víta) — საკათედრო ტაძარი პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის არქიეპისკოპოსის საბრძანებელი. ტაძრის სრული სახელია წმინდა ვიტის, წმინდა ვენცესლავისა და წმინდა ადალბერტის კათედრალური ტაძარი. მდებარეობს პრაღის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. აქ დაკრძალულია ბოჰემიის მრავალი მეფე. ტაძარი გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია და უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიაა ჩეხეთში.