From Wikipedia, the free encyclopedia
წითელშუბლა გაზელი ან წითელშუბლა ქურციკი (ლათ. Eudorcas rufifrons) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახის სამფერა გაზელის გვარისა. ფართოდ, მაგრამ არათანაბრადაა გავრცელებული ცენტრალურ აფრიკაში, სენეგალიდან ჩრდილოეთ ეთიოპიამდე. იგი უმთავრესად საჰელის ზონაში ბინადრობს, საჰარის სამხრეთით გრძელ ზოლად მშრალ საძოვრებზე, ტყის სავანებსა და ბალახოვან სტეპებში.
წითელშუბლა გაზელი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Eudorcas rufifrons (J. E. Gray, 1846) | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 8973 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
ერთ-ერთი ავტორიტეტული წყარო[1] აღმოსავლეთ აფრიკულ ტომსონის ქურციკს წითელშუბლა გაზელის ქვესახეობად მიიჩნევს. იგი გაერთიანნებული იყო გაზელის გვარის სამფერა გაზელის ქვეგვარში, სანამ ამ უკანასკნელმა არ მიიღო გვარის სტატუსი.[2]
წითელშუბლა გაზელის მეცნიერული სახელი (Eudorcas rufifrons) პირველად ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ედუარდ გრეიმ გამოიყენა 1846 წელს.[2][3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.