წითელი ვარსკვლავის ორდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი ვარსკვლავის ორდენი (რუს. Орден Красной Звезды) — სამხედრო ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტის (ცაკი) პრეზიდიუმმა 1930 წლის 6 აპრილს. აჯილდოებენ საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგითი მებრძოლებსა და მეთაურებს, აგრეთვე ჯარის ნაწილებს, გემებს, დაწესებულება-ორგანიზაციებს სსრკ თავდაცვის საქმეში დიდი დამსახურებისათვის; 1944-იდან — გენერლებს, ადმირალებს, ოფიცრებსა და სერჟანტებს ნამსახურობისათვის. ორდენის ნიშანი ვერცხლის ამობურცული ხუთქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც დაფარულია მოწითალო-ლალისფერი ემალით. ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს, სამამულო ომის II ხარისხის ორდენის შემდეგ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/Order-of-the-Red-Star.jpg/320px-Order-of-the-Red-Star.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/99/Order_redstar_rib.png)