From Wikipedia, the free encyclopedia
წიგნი ესთერისა, ესთერი — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეჩვიდმეტე კანონიკური წიგნი. დაახლოებით ქრისტეს შობამდე 150 წელს დაიწერა, შედის ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნთა შორის. მასში მოთხრობილია გმირი ქალის ესთერის ცხოვრების თავგადასავალი, რომელიც მეფე ახაშვეროშის მეუღლე გახდა და ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი თავი და თავისი ხალხი იხსნა შეთქმულებისაგან, რომელიც კარის უხუცესმა და ესთერის გამზრდელის, მორდექაის მტერმა, ჰამანმა ჩაიფიქრა. წიგნში პურიმის დღესასწაულის დაარსების ამბავია მოთხრობილი. წიგნი მიზნად ისახავს, საგანგებოდ აღნიშნოს ძლევამოსილ მტერზე ებრაული საზოგადოების გამარჯვება და გადარჩენა, რისი მიღწევაც ისრაელმა ხალხმა მარხვის, ლოცვისა და ამავე დროს, ღმერთის მიერ შთაგონებულ ადამიანთა გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით შეძლო.
ძველი აღთქმა |
---|
არაკანონიკური ტექსტები
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.