![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/TrongsaDzong.jpg/640px-TrongsaDzong.jpg&w=640&q=50)
ძონგის არქიტექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ძონგის არქიტექტურა — ციხესიმაგრეთა არქიტექტურის გამორჩეული ტიპი, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი და დღევანდელი ჰიმალაის ბუდისტური სამეფოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ბჰუტანში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/TrongsaDzong.jpg/640px-TrongsaDzong.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/39/PunakhaDzong.jpg/640px-PunakhaDzong.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Wangdue_Phodrang_Dzong.jpg/640px-Wangdue_Phodrang_Dzong.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a5/Inside_Trongsa_dzong.jpg/640px-Inside_Trongsa_dzong.jpg)
არქიტექტურა სტილით მასიურია კოშკებიანი გარე კედლებით, რომელიც გარს ერტყმის ეზოებს, ტაძრებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და ბერთა საცხოვრებლებს. დამახასიათებელი ნიშნებია:
- მაღალი შიგნით დაქანებული თეთრად შეღებილი აგურისა და ქვის კედლები, კედლის ქვემო ნაწილში მწირი ფანჯრებით.
- კედლების თავთან შემოვლებული წითელი ზოლი (შესაძლოა დიდი ოქროსფერი წრეებით აქცენტირებული).
- ჩინური სტილის გაშლილი სახურავები ციხის შიგა ტაძრების თავზე.
- მასიური შესასვლელი კარიბჭე ხისა და რკინისგან შეკრული.
- შიდა ეზოები და ტაძრები თვალისმომჭრელ ფერებში გადაჭრილი ბუდისტურ-თემებიანი ხელოვნების მოტივებით.
ელ-პასოს ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის არქიტექტურა ძონგის სტილის იშვიათი ნიმუშია ჰიმალაის ფარგლებს გარეთ.