გირინი (ჩინ.: 吉林; ფინინი Jílín) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია — ჩანჩუნი. მოსახლეობა — 27,462,297 ადამიანი (მე-21 ადგილი პროვინციებს შორის, 2010 წლის მონაცემებით.) ცხოვრობენ უმთავრესად ჩინელები, ასევე კორეელები და მანჯურიელები.

სწრაფი ფაქტები პროვინცია, ქვეყანა ...
პროვინცია
გირინი
吉林省
Thumb
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ადმ. ცენტრი ჩანჩუნი
შიდა დაყოფა ჩანჩუნი, გირინი (ქალაქი), სიპინი (ქალაქი), Liaoyuan, Tonghua, Baishan, Songyuan, Baicheng და Yanbian Korean Autonomous Prefecture
კოორდინატები 43°53′03″ ჩ. გ. 125°18′30″ ა. გ.
მმართველი Jing Junhai და Han Jun
ფართობი 187,400 კმ²
მოსახლეობა 27,462,297 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 145 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩინელები 91%
სასაათო სარტყელი UTC+8
ოფიციალური საიტი jl.gov.cn
Thumb
დახურვა
Thumb
წყალსაცავი გირინში

გეოგრაფია

გირინის პროვინციის ფართობი შეადგენს 187 400 კმ². პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს მანჯურია-კორეის მთებს (სიმაღლე 500-1200 მ, მაქსიმალური წერტილი 2744 მ. მთა ბაიტოშუანი). პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი უჭირავს სუნლიაოს ვაკეს. ჰავა ზომიერი, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 17-20 °C, ივლისისა 20-24 °C. ნალექები ვაკეზე 400-600 მმ წელიწადში, მტებში 1000 მმ-მდე. ჩრდილო-დასავლეთში შემორჩენილია სტეპი და ტყე-სტეპი, სამხრეთ-აღმოსავლეთში, მთებში შერეული ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ისტორია

უძველეს დროში გირინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნე ტუნგუსური ტომები. VIII-XIII საუკუნეებში გირინის უდიდესი ნაწილი შედიოდა ტუნგუსთა ბოხაის, კიდანების ლიაოს და ჯურჯენთა ძინის სახელმწიფოების შემადგენლობაში. 1234 წელს დაიპყრეს მონღოლებმა.მონღოლთა ბატონობის დამხობის შემდეგ, XIV საუკუნის II ნახევარში გირინის სამხრეთი ნაწილი გადავიდა ჩინეთის ხელში, ხოლო დანარჩენი დარჩა მონღოლთა და ტუნგუსთა გამგებლობაში. XVII საუკუნის დასაწყისში გირინის მთელი ტერიტორია ემორჩილებოდა მანჯურიას, რომლებმაც XVII საუკუნეში ჩინეთიც დაიპყრეს. ცინის დინასტიის დროს გირინი და მანჯურიის სხვა პროვინციები ითვლებოდა მანჯურიის სახლის დომენად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო გირინის დასახლება ჩინელებით, რამაც გაზარდა დამუშავებული მიწის ფართობები. გირინის ეკონომიკურ აღმავლობას ხელი შეუწყო 1903 წელს გაყვანილმა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზამ. 1931 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ გირინის მიწებს იაპონია დაესაკუთრა. 1946-1948 წლებში გირინის დიდი ნაწილი გომინდანელთა ხელში აღმოჩნდა. 1949-1957 წლებში შეიქმნა ავტომშენებლობა.

ადმინისტრაციული დაყოფა

გირინის პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:

მეტი ინფორმაცია რუკა, № ...
რუკა სახელი ჩინურად ფინინი
Thumb
1 ჩანჩუნი 长春市 Chángchūn Shì
2 ბაიჩენი 白城市 Báichéng Shì
3 ბაიშანი 白山市 Báishān Shì
4 გირინი 吉林市 Jílín Shì
5 ლიაოიუანი 辽源市 Liáoyuán Shì
6 სიპინი 四平市 Sìpíng Shì
7 სუნიუანი 松原市 Sōngyuán Shì
8 ტუნხუა 通化市 Tōnghuà Shì
9 იანბიანი-კორეის აო 延边朝鲜族自治州 Yánbiān Cháoxiǎnzú Zìzhìzhōu
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.