From Wikipedia, the free encyclopedia
ძველისლანდიური ენა (ისლ. fornnorræna, ნორვ. norrønt språk) — გერმანული ენების დასავლეთსკანდინავიური ქვეჯგუფის ენა, რომელიც გამოიყენებოდა XIV საუკუნის შუამდე თანამედროვე ნორვეგიიდან წამოსული ვიკინგების მიერ, რომლებიც ისლანდიაში დასახლდნენ. თავდაპირველად არ განსხვავდებოდა ძველნორვეგიული ენისგან, იწოდებოდა ასევე „norrœnt mál-ად“, რაც ნიშნავს „ჩრდილოეთის მეტყველებას“. დროთა განმავლობაში ორივე ენა მნიშვნელოვნად შეიცვალა. შედის ძველსკანდინავიური ენების ჯგუფში.
ვიკინგების ეპოქის დამთავრებამდე (დაახლოებით 1050 წელი) სხვაობა სკანდინავიურ დიალექტებს შორის მცირე იყო, თუმცა ძველაღმოსავლეთსკანდინავიურსა და ძველდასავლეთსკანდინავიურს შორის განსხვავება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ VII საუკუნეში წარმოიშვა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.