ძველი საეკლესიო სლავური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი საეკლესიო სლავური ენა (იგივე ძველი სლავური ენა ან ძველი ბულგარული ენა) — ყველაზე ძველი სლავური ენა, რომელიც დაახლოებით 860 წლისთვის უნდა წარმოშობილიყო, ხოლო მოგვიანებით, XI საუკუნიდან კი მის საფუძველზე — სხვადასხვა საეკლესიო სლავური ვარიანტები წარმოიშვა.
თავის მხრივ დროთა განმავლობაში საეკლესიო სლავური ენის ვარიანტების განვითარებამ ადგილობრივი დიალექტების მოძალების ხარჯზე ახალი ენების, კერძოდ კი თანამედროვე სლავური ენების ჩამოყალიბებას დაუდო სათავე.