სოხუმი
ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი / From Wikipedia, the free encyclopedia
სოხუმი (აფხ. Аҟəа [აყჿა], იხსენიებოდა როგორც — „აყუ“; ადრინდელი ქართული სახელწოდება ცხუმი) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, შავიზღვისპირა კურორტი. აფხაზეთის ომამდე იყო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი, მოქმედებდა ნავსადგური, რკინიგზის ორი სადგური და აეროპორტი. ომის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი წინანდელი მნიშვნელობა. ამჟამად ქალაქზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა და წარმოადგენს მის დედაქალაქს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სოხუმი აფხ. Аҟəа | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | სოხუმის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 43°00′12″ ჩ. გ. 41°00′55″ ა. გ. | ||
ადრეული სახელები |
სებასტოპოლისი, დიოსკურია, ცხუმი, სუხუმ-ყალე | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1847 | ||
ფართობი | 27 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა | ||
მოსახლეობა | 65168 კაცი (2018) | ||
სიმჭიდროვე | 2796 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 და მოსკოვის დრო | ||
საფოსტო ინდექსი | 384900 | ||
საავტომობილო კოდი | ABH | ||
ოფიციალური საიტი | abkhazia.gov.ge/cities/SOKHUMI | ||
დახურვა