![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/Mt_Tskhratskaro_%2528view_from_Bakuriani%2529.jpg/640px-Mt_Tskhratskaro_%2528view_from_Bakuriani%2529.jpg&w=640&q=50)
ცხრაწყარო (თრიალეთის ქედი)
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ცხრაწყარო — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2683 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. მთის ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები ფლატოვანია, სამხრეთი — დამრეცი. კალთები შემოსილია სუბალპური, ზედა — ალპური მდელოს ბალახეულით.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრაწყარო. |
სწრაფი ფაქტები ცხრაწყარო ...
ცხრაწყარო | |
---|---|
![]() ცხრაწყარო, ხედი ბაკურიანიდან | |
კოორდინატები: 41°41′38″ ჩ. გ. 43°31′29″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2683 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-ბაზალტი და დაციტი |
![]() |
დახურვა