From Wikipedia, the free encyclopedia
ცრუდიმიტრი I (კირილიცა Лжедмитрий) — რუსეთის ცარი გახდა 1605 წლის 21 ივლისს. დაიბადა 1581 წელს, ხოლო გარდაიცვალა 1606 წლის 17 მაისს. ცრუდიმიტრის ნამდვილი სახელი იყო გრიგორი ოტრეპიევი . გრიგორიმ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაიბრალა, რომ ის უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე იყო, რომელიც ვითომდა შემთხვევით გადაურჩა მკვლელობას. გაღატაკებული მოსახლეობა იჯერებდა გრიგორის ტყუილებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.
1604 წელს ცრუდიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთად მოსკოვისკენ გაემართა. 1605 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ბორის გოდუნოვი გამეფდა მისი 16 წლის ვაჟი თედორე II, მას მეფობა არ ეწერა რადგან, იმავე წელს ცრუდიმიტრი შევიდა მოსკოვში ამოწყვიტა გოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამოყვანა ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს.
ცრუდიმიტრი I | ||
წინამორბედი: თედორე II |
რუსეთის მეფე 1605—1606 |
შემდეგი: ვასილ IV |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.