ცნობიერება
From Wikipedia, the free encyclopedia
ცნობიერება — შინაგანი მოვლენებისა და გარემოს პირობების ცნობიერად აღქმის მდგომარეობა. ჩვეულებრივი, ფხიზელი ცნობიერება მოიცავს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში. პირობითად შესაძლებელია ცნობიერების 3 დონის განსაზღვრა:
- ბაზისური დონე — შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერება. ამ დონეზე ჩვენ სხვადასხვა შეგრძნების გაცნობიერება, შემჩნევა შეგვიძლია.
- იმის ასახვა, გააზრება, რასაც ვაცნობიერებთ. ამ დონეზე სიმბოლურ ცოდნას ვიყენებთ, რომელიც გვათავისუფლებს რეალურ ობიექტებსა და მიმდინარე მოვლენებზე მიჯაჭვულობისგან და უფრო ზოგად ხასიათს ატარებს.
- უმაღლესი დონე — საკუთარი თავის, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე ინდივიდის გაცნობიერება, ანუ თვითცნობიერება. ამ დონეზე პიროვნულად განცდილი მოვლენების ავტობიოგრაფიულად შემეცნება ხდება.