![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/07/Part_of_Qinling_mountains.jpg/640px-Part_of_Qinling_mountains.jpg&w=640&q=50)
ცინლინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცინლინი — ქედი აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში. აღმოსავლეთით ეკვრის კუნლუნის მთებს. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიმაღლე 3767 მ (მთა ტაიბაი). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და მეტამორფული ფიქლებით. დასავლეთით ქედი გადაკვეთილია ღრმა გამჭოლი ხეობებით. აღმოსავლეთით იყოფა ოთხ შტოქედად. ჩრდილოეთი კალთები მოკლე და ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. ჩრდილოეთი კალთები შემოსილია ზომიერი სარტყლის მშრალი სტეპითა და ფოთოლმცვივანი ტყით, სამხრეთი კალთები — მარადმწვანე სუბტროპიკული შერეული ტყით, რომელშიც გვხვდება ბამბუკი, კამელია, მაგნოლია. არის მოლიბდენის საბადო. ჩრდილოეთ მთისძირში არის ქალაქები: სიანი და სიანიანი.
სწრაფი ფაქტები ცინლინი ...
ცინლინი | |
---|---|
![]() ცინლინი | |
კოორდინატები: 33°57′48″ ჩ. გ. 107°37′05″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | ტაიბაი |
სიმაღლე | 3767 მ |
სიგრძე | 1000 კმ |
დახურვა