ჩუკოტკური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩუკოტკური ენა ― ჩუქჩების ენა, განეკუთვნება ჩუკოტკურ-კამჩატკური ენების ჯგუფს. გავრცელებულია ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის და მეზობელი რაიონების ტერიტორიაზე. იყოფა რამდენიმე დიალექტად, რომელთა შორის უმნიშვნელო სხვაობაა. დამწერლობა შეიქმნა 1931 წელს ლათინური ანბანის საფუძველზე. 1936 წლიდან იყენებს რუსულ გრაფიკას.