ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
ოკეანე / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე აგრეთვე არქტიკის ოკეანე („ჩრდილოეთის პოლარული ზღვა“ 1935 წლამდე) — ძირითადად ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე ოკეანე. იგი მსოფლიოს ხუთი ოკეანიდან უმცირესია სიდიდითა და სიღრმით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია მას ოკეანედ ცნობს, ოკეანოგრაფები მას არქტიკის ხმელთაშუა ზღვას შემოკლებით არქტიკის ზღვას უწოდებენ და ატლანტის ერთ-ერთ ხმელთაშუა ზღვად განიხილავენ. ოკეანის ზედაპირის უდიდესი ნაწილი ყინულით არის დაფარული წლის ყველაზე ცივ თვეებში ან მთელი წლის განმავლობაში.
სწრაფი ფაქტები ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, ზოგადი ინფორმაცია ...
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე | |
---|---|
არქტიკის ოკეანე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ტიპი | ოკეანე |
გეოგრაფიული კოორდინატები | 90°00′00″ ჩ. გ. 00°00′00″ ა. გ. |
ფართობი | 14,750,000 კმ² |
მოცულობა | 18,07 ათ. კმ³ |
საშუალო სიღრმე | 1225 მ |
უდიდესი სიღრმე | 5,527 მ |
დახურვა
ოკეანის ტერიტორია შეადგენს 14.75 მილიონი კმ², წყლის მოცულობა შეადგენს 18.07 მილიონ კმ. ოკეანის საშუალო სიღრმე 1225 მეტრია, მაქსიმალური სიღრმე 5527 მეტრი.