![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Flag_of_Germany_%25281867%25E2%2580%25931918%2529.svg/langka-640px-Flag_of_Germany_%25281867%25E2%2580%25931918%2529.svg.png&w=640&q=50)
ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი (გერმ. Norddeutscher Bund) — გერმანული ფედერაციული სახელმწიფო, შეიქმნა 1866 წლის აგვისტოში როგორც სამხედრო ალიანსი ჩრდილო გერმანიის 22 სახელმწიფოს მიერ პრუსიის ლიდერობით, რომელიც 1867 წლის ივლისში გარდაიქმნა ფედერალურ სახელმწიფოდ და იყო გერმანიის იმპერიის წინამორბედი.
| |||||
![]() წითელი - ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი. ნარინჯ. - სამხრეთ გერმანული სახელმწიფოები, რომლებიც 1871 წელს შეუერთდნენ გერმანიის იმპერიას. ღია ნარინჯ. - ელზას-ლორენის ტერიტორია, რომელიც ანექსირებულ იქნა საფრანგეთ-პრუსიის ომის შედეგად. | |||||
არსებობის პერიოდი | 1866 - 1871 | ||||
სახელმწიფო ენა | გერმანული | ||||
დედაქალაქი | ბერლინი | ||||
პოლიტ. სტრუქტურა | ფედერაცია | ||||
პრეზიდენტობა | პრუსია (ვილჰელმ I) | ||||
ბუნდესკანცლერი | ოტო ფონ ბისმარკი |
ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი მოიცავდა გერმანიის კავშირის ნაწილს მდინარე მაინიდან ჩრდილოეთით, დამატებული პრუსიის აღმოსავლეთი ტერიტორიები და შლეზვიგი, მაგრამ არ შეიცავდა ავსტრიას, ბავარიას, ვიურტემბერგს, ბადენს და ჰესენის დიდი საჰერცოგოს სამხრეთ საწილს.