ჩინეთის ადმინისტრაციული დაყოფა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ფართობისა და მოსახლეობის გამო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ადმინისტრაციულად დაყოფილია 5 დონისაგან შემდგარი სისტემით. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით (დე იურე), მთელი ტერიტორია იყოფა 3 დონის ადმინისტრაციულ ერთეულებად, თუმცა რეალურად (დე ფაქტო) 5-დონიან დაყოფას ვხვდებით: პროვინციის, ოლქის, მაზრის, თემისა და სოფლის.