From Wikipedia, the free encyclopedia
ჩაიანტის პროვინცია (ესპ. Provincia de Chayanta) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია კოლკეჩაკა.
პროვინცია | |
---|---|
ჩაიანტის პროვინცია Provincia de Chayanta | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 18°26′00″ ს. გ. 65°31′00″ დ. გ. |
ფართობი | 4 969 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
მოსახლეობა | 90 205 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 18,2 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ჩაიანტა ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. დასავლეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 100 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 125 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 969 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.
პროვინცია შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
XVIII საუკუნის ბოლოს, პროვინციაში მიმდინარეობდა აიმარაზე მოლაპარაკე მოსახლეობის აჯანყება ტომას კატარის ხელმძღვანელობით, რაც კიდევ უფრო გამწვავდა 1781 წელს მისი მკვლელობის შემდეგ. 1927 წელს ასევე განხორციელდა გლეხთა ამბოხი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.