შუმერები
From Wikipedia, the free encyclopedia
შუმერები — სამხრეთ მესოპოტამიის უძველესი მოსახლეობა. ისინი ცხოვრობდნენ შუამდინარეთში იქ, სადაც მდინარეები ტიგროსი და ევფრატი ჩაედინება სპარსეთის ყურეში. შუმერებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია. სამეცნიერო წრეებში არსებული მასალებით, ისინი არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლენი, სავარაუდოდ, შუმერები აქ ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე. ამ ეთნიკური ჯგუფის წარმოშობა და შუმერული ენის ნათესაური კავშირები წარმოადგენს დიდი ისტორიული პრობლემის ნაწილს, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში „შუმერულ პრობლემას“ უწოდებენ.