ბრაზილიის შტატები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაზილიის შტატები (პორტ. estados brasileiros) — ბრაზილია ფედერაციული რესპუბლიკაა, შედგება 26 შტატისა (პორტ. estados) და ერთი ფედერალური ოლქისაგან, რომელიც მოიცავს დედაქალაქ ბრაზილიას. შტატები ძირითადად ისტორიულია, თუმცა ზოგიერთი საზღვარი ამ წესს არ ემორჩილება. 1955 წელს პრეზიდენტმა ჟუან კაფე ფილიუმ გოიასის შტატიდან გამოყო ტერიტორია ფედერალური ოლქისათვის. ოლქს ესაზღვრება გოიასი და მინას-ჟერაისი.
ოკეანე
პირველი ადმინისტრაციული დანაყოფი ბრაზილიაში იყო მემკვიდრეობითი საკაპიტნოები.
იბერიის უნიის (1580-1640) შემდეგ პორტუგალიის სამფლობელოები სამხრეთ ამერიკაში კიდევ უფრო გაიზარდა და ტერიტორიები დაიყო საკაპიტნოებად, სამეფო საკაპიტნოებად და პროვინციებად.
1822 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბრაზილია გახდა იმპერია და ყველა საკაპიტნო პროვინციად გადაიქცა. კოლონიურ პერიოდში არსებული თითქმის ყველა საზღვარი ხელუხლებელი დარჩა. 1889 წელს კი ბრაზილიის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ ყველა პროვინციას შტატი ეწოდა.