![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f6/Emblema_NKVD.svg/langka-640px-Emblema_NKVD.svg.png&w=640&q=50)
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი
From Wikipedia, the free encyclopedia
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, შსსკ (რუს. Народный комиссариат внутренних дел, НКВД) — ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო კრიმინალთან ბრძოლაში და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში 1917-1946 წლებში. შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერქვა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f6/Emblema_NKVD.svg/220px-Emblema_NKVD.svg.png)
არსებობის პერიოდში კომისარიატი ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო ფუნქციებს, როგორც წესრიგის დაცვის, ისე სახელმწიფო უშიშროების სფეროებში, ასევე ქვეყნის კომუნალური მეურნეობისა ეკონომიკის სფეროებშიც. ამჟამად ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირებენ რეპრესიების პერიოდში ადამიანის უფლებების ხელყოფასთან.