შვეიცარიის კავშირი
From Wikipedia, the free encyclopedia
შვეიცარიის კავშირი (გერმ. Alte Eidgenossenschaft, ფრანგ. République des Suisses, ლათ. Republica Helvetiorum) — დღევანდელი შვეიცარიის წინამორბედი კონფედერაცია.
შვეიცარიის ძველი კონფედერაცია Alte Eidgenossenschaft | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
შვეიცარიის ძველი კონფედერაცია XVIII საუკუნეში | |||||||
დედაქალაქი | ციურიხი | ||||||
მმართველობის ფორმა | კონფედერაცია | ||||||
ისტორია | |||||||
- რიუტლის ფიცი | 1307/1291 | ||||||
- მარინიანოს ბრძოლა | 13–14 სექტემბერი 1515 | ||||||
- ვესტფალიის ზავი | 15 მაისი/ 24 ოქტომბერი 1648 | ||||||
ის იყო თავისუფალი კონფედერაცია რომელიც XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა და შედგებოდა მცირე კანტონებისგან. მის გულს წარმოადგენდა დღევანდელი ცენტრალური შვეიცარიის ტერიტორია, XIV საუკუნის შუა ხანებში კონფედერაცია გაიზარდა და მოიცვა ქალაქები ციურიხი და ბერნი. მან გააერთიანა საღვთო რომის იმპერიის საიმპერატორო მიწები.
ამ რვა კანტონისგან შემდგარმა კონფედერაციამ საუკუნეზე მეტ ხანს გაძლო და მიაღწია გარკვეულ პოლიტიკურ და სამხედრო წარმატებებს რაც ყველაზე მეტად 1470-იან წლებში ბურგუნდიის ომებში გამოჩნდა. ამ წარმატებამ გამოიწვია კანტონების ცამეტამდე გაზრდა.
1499 წლის შვაბიური ომის შემდეგ, მან მიაღწია დე-ფაქტო დამოუკიდებლობას თუმცა 1648 წლამდე ნომინალურად მაინც რჩებოდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში.
კონფედერაცია საბოლოოდ 1798 წელს შეწყვიტა არსებობა როდესაც ის საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ დაიპყრო, რის შემდეგაც ის გადაკეთდა ჰელვეციის რესპუბლიკად.