![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9d/Sheikh_Hasina_-_2009.jpg&w=640&q=50)
შეიხ ჰასინა
From Wikipedia, the free encyclopedia
შეიხ ჰასინა (დ. 28 სექტემბერი, 1947) — ბანგლადეშის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1996-2001 წწ. და 2009 წლიდან. პარტია „ავამი ლიგის“ ლიდერი. ბანგლადეშის პირველი პრეზიდენტის „ერის მამად“ წოდებული მუჯიბურ რაჰმანის შვილი.
შეიხ ჰასინა | |
![]() | |
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 6 იანვარი 2009 |
წინამორბედი | ფაჰრუდინ აჰმედი |
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივნისი 1996 – 15 ივლისი 2001 | |
წინამორბედი | ჰაბიბურ რაჰმანი |
მემკვიდრე | ლატიფურ რაჰმანი |
დაბადებული | 28 სექტემბერი, 1947 (1947-09-28) (76 წლის) ტონგიპარა, ბანგლადეში |
მამა | მუჯიბურ რაჰმანი |
შვილები | საჯიბი, საიმა |
1969 წელს მონაწილეობდა დაკის სტუდენტურ მღელვარებებში. 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში დააპატიმრა პაკისტანის საოკუპაციო არმიამ. 1975 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჰასინას მამა მუჯიბურ რაჰმანი და მისი ოჯახის 20 წევრი ამოხოცეს. თავად ჰასინა ამ პერიოდში იმყოფებოდა გფრ-ში. მთელი ოჯახიდან გადარჩა ჰასინა და მისი და, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების პერიოდში.
1981 წელს, ჯერ კიდევ ემიგრაციაში მყოფი, აირჩიეს პარტია „ავამი ლიგის“ ლიდერად, პარტიისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამამისი. ამავე წელს დაბრუნდა ბანგლადეშში და ოპოზიციაში ჩაუდგა პრეზიდენტ ჰუსეინ მოჰამად ერშადის ხელისუფლებას. 1991 წელს ერშადის ხელისუფლებიდან წასვლისა და დემოკრატიული მმართველობის დამყარების შემდეგ არჩევნები წააგო ნაციონალურ პარტიასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხალედა ზია.